loader

რატომ გახდა სადავო სიმღერა აფხაზეთზე, რომელმაც "ნიჭიერის" ჟიური და მაყურებელი აატირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გახდა სადავო სიმღერა აფხაზეთზე, რომელმაც "ნიჭიერის" ჟიური და მაყურებელი აატირა

მეგაშოუ "ნიჭიერის" ბოლო ტურში აფხაზეთზე ემოციური სიმღერა მოვისმინეთ, რომელიც ჭიათურელმა, 61 წლის თენგიზ ფულარიანმა შეასრულა. როგორც გაირკვა, სიმღერა, რომელიც ბატონმა თენგიზმა წარმოადგინა, თურმე სადავო ყოფილა... მას ავტორი ჰყავს, რომელიც გარკვეულ პრეტენზიებსაც აცხადებს.

"ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა მაია კახიძემ სტატუსში დაწერა, რომ სიმღერა მის მეგობარს, კომპოზიტორ გიორგი ბარამაშვილს ეკუთვნის, რომელმაც იგი ზურაბ ჟვანიას თხოვნით, 1997 წელს დაწერა. "თენგიზ ფულარიანი სიმღერას სოხუმზე ავტორთან შეუთანხმებლად და თავისი ვერსიით ასრულებს. არადა, მუსიკის და ტექსტის ავტორიც გიორგი ბარამაშვილი გახლავთ. მან "იუთუბის" ადმინისტრაციასაც მიმართა თხოვნით, ამოეღოთ თენგიზ ფულარიანის მიერ შესრულებული სიმღერა სოხუმზე, რადგან ავტორი მიიჩნევს, რომ ბატონი თენგიზი ამახინჯებს ამ სიმღერის რეალურ ვერსიას" - წერს "ფეისბუქზე" მაია კახიძე.

თენგიზ ფულარიანის მიერ შესრულებულმა სიმღერამ დარბაზსა და ჟიურის წევრებში დიდი ემოცია გამოიწვია. ფულარიანმა სიმღერის ისტორიაზე ambebi.ge-სთან ისაუბრა. მისი თქმით, სიმღერა წლების წინ მოისმინა, 2006 წელს კი გონებაში ამოუტივტივდა და ხელახლა დაწერა იქიდან, რაც ახსოვდა. ვრცლად სიმღერის შექმნის ისტორია წაიკითხეთ ambebi.ge-ზე.

ასევე იხილეთ: რატომ მოიწყინა ნიკა გვარამიამ და იტირა ნანუკა ჟორჟოლიანმა - ემოციური წუთები "ნიჭიერში"