loader

ქუთაისში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში, ჭახათის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ზაზა ჯ. ქუთაისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).