loader

ინციდენტი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე: რატომ ჩამოხიეს პლაკატები აზერბაიჯანელმა სტუმრებმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე: რატომ ჩამოხიეს პლაკატები აზერბაიჯანელმა სტუმრებმა

ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე ინციდენტი მოხდა. აზერბაიჯანული დელეგაციის წარმომადგენელმა პლაკატი ჩამოხია, რომელზეც გამოსახული იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, შეიარაღებული პოლიციელები და გაკეთებული იყო წარწერა, თუ როგორ ირღვევა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები.

"პალიტრა ტვ"-ის ინფორმაციით, აღნიშნული პლაკატები ერთ-ერთი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო გაკრული, რამაც აზერბაიჯანის დელეგაციის პროტესტი გამოიწვია. დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებები მარტო აზერბაიჯანში არ ირღვევა და მოითხოვეს სხვა ქვეყნებში არსებული ვითარების ამსახველი ბანერების განთავსებაც.

20-21 ნოემბერს, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-6 შეხვედრა იმართება. შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესწრება.