loader

"კახა იყო 21-ე საუკუნის განმანათლებელი" - ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახა იყო 21-ე საუკუნის განმანათლებელი" - ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში დღეს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კახა ბენდუქიძის ახლობლები, სტუდენტები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კახა ბენდუქიძე აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენეს, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კახა ბენდუქიძეს შაბათს, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.

იხილეთ: კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ - "ჩემ დაკრძალვაზე ჩამოდით, გამოსამშვიდობებელს იტყვი"