loader

ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის პრეზიდენტს, კენეტ უოლაკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა NDI-ის პრეზიდენტს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გაღრმავების კუთხით.

"ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებისთვის,"– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

კენეტ უოლაკი NDI-ის პრეზიდენტად 1993 წელს დაინიშნა. 1972 წელს მონაწილეობდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯ მაკგოვერნის საარჩევნო კამპანიაში. 1973-1980 წლებში იყო ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის საკანონმდებლო დირექტორი. 1986 წლიდან იყო ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. NDI-ში მისვლამდე, კენეტ უოლაკი ვაშინგტონის ერთ-ერთ გამომცემლობაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში რედაქტორად მუშაობდა და წერდა სტატიებს საგარეო ურთიერთობების თემატიკაზე.