loader

უმძიმესი კადრები - 29 წლის ქალი, რომელიც მხოლოდ 22 კილოგრამს იწონის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები - 29 წლის ქალი, რომელიც მხოლოდ 22 კილოგრამს იწონის

ეს უმძიმესი კადრები, რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” უჩვენა, საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ თემას - დიეტებსა და კვების რეჟიმის დარღვევას და ამის შედეგად განვითარებულ მძიმე პრობლემებს უკავშირდება. რა შეიძლება გამოიწვიოს კვებითმა აშლილობამ და რამდენად საშიშია ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის? - იხილეთ ”იმედის კვირის” სიუჟეტი.

29 წლის მარიკა მხოლოდ 22 კილოა. ის სახლის ჭიშკარს 8 წელია, არ გასცილებია. 15 წლის წინ მას ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც შემდეგ ბულიმიაც დაერთო. მარიკა ახლა დღეში 12-ჯერ იკვებება, მაგრამ ყოველი კვება გულისრევით მთავრდება.

იხილეთ ასევე: ემოციური კადრები: ანორექსიით დაავადებული მარიკას უცხოეთში მკურნალობის ხარჯებს ინკოგნიტო მამაკაცი დაფარავს