loader

2015 წელს სკოლებისთვის რელიგიის სახელმძღვანელო შეიქმნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2015 წელს სკოლებისთვის რელიგიის სახელმძღვანელო შეიქმნება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომავალ წელს სკოლებისთვის რელიგიის შესახებ სახელმძღვანელოს შექმნას გეგმავს, რომლის სწავლება პილოტურად, I ეტაპზე 20 სკოლაშია დაგეგმილი. ამის შესახებ აღნიშნული სააგენტოს ანალიტიკისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნარსიამ სააგენტოს მიერ ჟურნალისტებისთვის მოწყობილ ორდღიან სემინარზე განაცხადა.

სახელმძღვანელო - "რელიგიის შესახებ საუბარი" საშუალებას მისცემს სკოლის მოსწავლეებს, უკეთ შეისწავლონ ძირითადი რელიგიები: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი.

2015 წელს საპილოტე პროგრამას სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს. შემდეგ 20 სკოლისთვის მოხდება, პროგრამის შესაბამისად, პედაგოგთა სწავლება.

სემინარზე - "სახელმწიფო, რელიგია და მედია", სხვადასხვა საკითხი განიხილებოდა, მათ შორის, რელიგიის თავისუფლების საკითხები საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობაში. სემინარის დასასრულ, სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადასცა.