loader

ნარკოდილერმა კლიენტს ნარკოტიკი პირდაპირ ეთერში მიჰყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოდილერმა კლიენტს ნარკოტიკი პირდაპირ ეთერში მიჰყიდა

მასაჩუსეტსის შტატის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კურიოზული ინციდენტი დაფიქსირდა. FOX 25-ის კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, რა დროსაც მის უკან ორი მამაკაცი შეხვდა ერთმანეთს. მათ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება და ფული გაცვალეს და ეგონათ, რომ შეუმჩნევლად დაიშალნენ, თუმცა ამ დროს ისინი მილიონამდე ადამიანმა იხილა პირდაპირ ეთერში. ამის შემხედვარე წამყვანებმა, რომლებიც სტუდიაში ისხდნენ, სიცილი ვერ შეიკავეს.