სატვირთოს მძღოლმა საშინელი ავარია გამოიწვია
22 ნოემბერს ყაზახეთში სატვირთო მანქანას ორი მატარებელი შეეჯახა. სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სატვირთოს მძღოლი არ დაემორჩილა წითელ ნიშნულს ან შესაძლოა, თოვლიან ზედაპირზე მანქანა ვერ დაიმორჩილა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთო მატარებელი გადაბრუნდა. სატვირთო მანქანას 24 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.