loader

"რუსეთი აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს" - ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა სოჭში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთი აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს" - ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა სოჭში

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარება რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გაორმაგდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია ამ დახმარების ორჯერ გაზრდა", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრა ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების მთელ კომპლექსს. თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება აფხაზეთს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შესაძლებლობას მისცემს.

წაიკითხეთ ვრცლად რას გულისხმობს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმება