loader

ძალადობა დასჯადია! - შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალადობა დასჯადია! - შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - "არა ძალადობას!" იწყებს.

კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. უწყების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული კამპანიის პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მისი მოადგილე ლევან იზორია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, პარლამენტის წევრები.