loader

"წელს უკვე 24 ქალი მოკლეს, შეაჩერე!" - აქცია თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წელს უკვე 24 ქალი მოკლეს, შეაჩერე!" - აქცია თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შეწყდეს.

"ქალთა მიმართ ძალადობამ უკვე ყოველდღიური სახე მიიღო. წელს უკვე მოკლეს 25 ქალი. ქალებს აუპატიურებენ, სცემენ, მათზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ ამას და მოვითხოვთ, რომ შემუშავდეს მექანიზმები, რომლებიც მოახდენს პრევენციას ქალთა მიმართ ძალადობის", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დღევანდელ აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან. აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ასევე იხილეთ: ძალადობა დასჯადია! - შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებ