loader

„არა ძალადობას!“ - მინისტრები და პარლამენტარები სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე შსს-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„არა ძალადობას!“ - მინისტრები და პარლამენტარები სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ კამპანიის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მისი მოადგილე ლევან იზორია, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგეენკო, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პარლამენტის წევრები, აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, INL-ის უფროსი ტრეისი ნიუველი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებისთვის კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის „ძალადობა დასჯადია“ ჩვენება გაიმართა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში განთავსდება. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

იხილეთ ასევე: ძალადობა დასჯადია! - შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას იწყებს