loader

კულტურის მინისტრს საყდრისის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კულტურის მინისტრს საყდრისის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კულტურის მინისტრისგან საყდრისთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. სამინისტროს მისაღებში მათ მიხეილ გიორგაძისათვის გადასაცემი საინფორმაციო წერილები დატოვეს. კომიტეტის წევრები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამ თვეზე მეტია მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა და საზოგადოებას გააცნობდა, თუმცა ამ დრომდე მინისტრს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. უფრო მეტიც, ირაკლი მამალაძის თქმით, მინისტრს არ გააჩნია პოზიცია ძეგლთან დაკავშირებით.

ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, მინისტრი მიხეილ გიორგაძე მათთან შეხვედრას გაურბის.