loader

როგორ გაუსწორდა ხალხი მძღოლს, რომელმაც აქციის მონაწილე გაიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაუსწორდა ხალხი მძღოლს, რომელმაც აქციის მონაწილე გაიტანა

აშშ-ში რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს. პროტესტი ოჰაიოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია - მოსამართლემ კლივლენდში 12 წლის აფროამერიკელი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად უამრავი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ერთ-ერთი აქციის დროს, ამერიკული არხის ოპერატორმა გადაიღო კადრები, როგორ დაარტყა აქციის მონაწილეებს მანქანამ, ერთ ქალს კი გადაუარა. აქციის დანარჩენი მონაწილეები მძღოლს მისცვივდნენ და მანქანაზე წიხლების და მუშტების ბრახუნი დაიწყეს.