loader

დეპუტატების დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატების დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება დარბაზის გარეთ გაგრძელდა.

ერთმანეთს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დეპუტატი მერაბ კაჭახიძე დაუპირისპირდნენ.
სიტუაციის განსამუხტად მანდატური გახდა საჭირო. მათ დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს, თუმცა, სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ დარბაზის გარეთ გაგრძელდა. საბოლოოდ მანდატურებმა დეპუტატების დამშვიდება შეძლეს.

დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე მოსმენით მუხლობრივად განხილვისას მოხდა. სხდომაზე მერაბ კაჭახიძემ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ავტორი: ირაკლი აკობია

იხილეთ ასევე: ”ავადმყოფები თქვენსკენ მოიკითხეთ” - შეხლა-შემოხლა ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლის შემდეგ