loader

რომელ საავტომობილო ბრენდს უჭერს მხარს ირინა ონაშვილი "ოქროს საჭე 2014"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ საავტომობილო ბრენდს უჭერს მხარს ირინა ონაშვილი "ოქროს საჭე 2014"-ზე

საუკეთესო ავტომობილის გამოსავლენად კონკურსი "ოქროს საჭე 2014" გრძელდება. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2014"-ს საქართველოში საავტომობილო ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით მართავს.

კონკურსთან დაკავშირებით, "კია მოტორსის" ცენტრში "კია SOUL-ის მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა. "კია SOUL-ის " მხარდასაჭერად ის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომლებიც "კიას" ბრენდის ავტომობილების მფლობელები არიან. მათ შორის "მის საქართველო 2003" ირინა ონაშვილი, ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და სხვები.

"ოქროს საჭე 2014"-ში მონაწილეობენ წლის საუკეთესო ავტომობილები, რომლებიც გადანაწილებულნი არიან 6 კლასში. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.autobild.ge