loader

კობა დავითაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კენჭისყრის დროს ტელეფონით თამაშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კობა დავითაშვილი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კენჭისყრის დროს ტელეფონით თამაშობს

პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო შეთავაზებების წინააღმდეგ ხმა 77 დეპუტატმა მისცა, მხარი კი, ცხრამ დაუჭირა. ”პალიტრა ტვ”-ს კამერამ დააფიქსირა დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელიც კენჭისყრის დროს ტელეფონით თამაშობდა.

პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინაარმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. კენჭი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის ფარგლებში ოთხ კანონპროექტს ცალცალკე ეყარა.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც ხმათა უმრავლესობით არ იქნა გაზიარებული.

ავტორი: ირაკლი აკობია

MP Koba Davitashvili seen playing with phone during voting process - Watch the video on georgianjournal.ge