loader

თბილისში პოლიციელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში პოლიციელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. მეზობლების ინფორმაციით, რობერტ გუდაბაძე საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა და იარაღიდან გასროლის ხმა დღეს დილით გაიგეს. მეზობლების განმარტებით, გუდავაძე მარტო ცხოვრობდა, მან რამდენიმე დღის წინ დედა სოფელში წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გუდაბაძე საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო. უწყებაში გარდაცვლილთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას არ აკონკრეტებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.