loader

"დაცვას მიხედე, კალაძე, დაცვას" - მინისტრებს და დეპუტატებს სტვენით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაცვას მიხედე, კალაძე, დაცვას" - მინისტრებს და დეპუტატებს სტვენით დახვდნენ

სასტუმრო "ძველ თბილისში", ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის პარალელურად, შენობასთან "თავისუფალი ზონის" აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეტენზია ფინანსთა მინისტრის მისამართით ფასების ზრდასთან და ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გამოთქვეს. აქციაზე ასევე მოითხოვეს დაპირებული 220-ლარიანი პენსიის გაცემაც.

სასტუმროსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სტვენით და შეძახილებით გააცილეს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომლებიც პრეზენტაციაზე დასასწრებად იყვნენ მისულნი.

Ministers and deputies were met with whistling and heckles at the Old Tbilisi hotel - Watch the video on georgianjournal.ge