loader

"კანცელარიასთან ჩემს სიცოცხლეს დავამთავრებ" - ქალი, რომელსაც ქონება წაართვეს, თავის დაწვით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კანცელარიასთან ჩემს სიცოცხლეს დავამთავრებ" - ქალი, რომელსაც ქონება წაართვეს, თავის დაწვით იმუქრება

მოქალაქე ციცინო ხარაბაძე თავის დაწვით იმუქრება. როგორც ხარაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კერძო მევახშეებმა უსამართლოდ წაართვეს ქონება, სახლ-კარის გარეშე დატოვეს და ის ამ ქონების დაბრუნებას მოითხოვს. მისი თქმით, მთავრობისგან არაერთი დაპირება მიიღო, როდესაც თავის დაწვა სცადა, თუმცა ეს დაპირება დღემდე არ შეუსრულებიათ.

ციცინო ხარაბაძე სასტუმრო "ძველ თბილისთან" ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის საწინააღმდეგო აქციას ესწრებოდა, რომელიც "თავისუფალი ზონის" ორგანიზებით გაიმართა.

ასევე იხილეთ: "დაცვას მიხედე, კალაძე, დაცვას" - მინისტრებს და დეპუტატებს სტვენით დახვდნენ