loader

რით იქნება განსხვავებული გუდაურის და ბაკურიანის ხელოვნური თოვლი ნამდვილისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რით იქნება განსხვავებული გუდაურის და ბაკურიანის ხელოვნური თოვლი ნამდვილისგან

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანია ახალ სეზონს მომზადებული ხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე წელს ისაა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში ჩასულებს გარანტირებული თოვლი დაგხვდებათ - საქართველოს მთის კურორტებზე, წელს პირველად, სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება იწყება.

დამსვენებლებს სათხილამურო ტრასებიც განახლებული და მოვლილი დახვდებათ - მთის კურორტების განვითარების სააგენტომ ახალი თოვლსატკეპნი მანქანა შეიძინა, რომელიც ტრასების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამ და სხვა დაგეგმილ ღონისძიებებზე "დილის პალიტრის" პირდაპირ ეთერში მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა ისაუბრა.

და კიდევ, წლევანდელ სეზონში პირველად, გუდაურის დამსვენებლებს საშუალება მიეცემათ, რადიო "პალიტრის" განახლებული პროგრამა მოსმინონ, ტალღაზე FM 103.9

გაიგეთ ვრცლად სამთო კურორტებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ

ასევე იხილეთ: გუდაურსა და ბაკურიანში დამსვენებელი ერთი აბონიმენტით ისარგებლებ