loader

"პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდა

"პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე "სოფლის მაშენებელნი" დაჯილდოვდა.

პრიზი და დიპლომი "კაცია-ადამიანის?!" წამყვანს, ლადო კახაძეს და პროდიუსერ გიორგი კაკაბაძეს კლუბ "ტრიუმფში" გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ.

ღონისძიებაზე სულ 30 ნომინანტი დაჯილდოვდა. მათ შორის იყვნენ ფინანსთა და სპორტის სამინისტროები, სხვადასხვა ტელეკომპანიები და საგანმანათლებლო სტრუქტურების და წარმატებული ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, ცერემონიის მიზანია გამოავლინოს კომპანიები, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურები, ხელოვნების მოღვაწეები და მედია-პროექტები, რომელთაც აქტიური როლი ითამაშეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების პოზიტიურ პროცესებში.

ავტორები: ნათია ლეშკაშელი; გიგა ხურცილავა

იხილეთ "კაცია-ადამიანის?!" გადაცემები ამ ბმულზე