loader

"გადაუარე! გადაუარე!" - რუსმა მემანქანეებმა მატარებლით დათვი გაიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაუარე! გადაუარე!" - რუსმა მემანქანეებმა მატარებლით დათვი გაიტანეს

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში სკანდალი აგორდა მატარებლის ბრიგადის საქციელის გამო, რომლებმაც რკინიგზაზე მურა დათვი გაიტანეს. საქმე ის არის, რომ დარტყმა შემთხვევითი არ იყო - რკინიგზელებმა ეს განზრახ გააკეთეს. ამაზე მათ მიერვე გადაღებული ვიდეო მეტყველებს, რომელიც ინტერნეტში თავად განათავსეს.

კადრებზე ჩანს, რომ დაჯახებას წინ დევნა უძღოდა. დათვი ლიანდაგზე მატარებლის წინ მირბოდა, მატარებელი ცხოველს დაეწია და მემანქანემ აღფრთოვანებული შეძახილების ფონზე: "გადაუარე, გადაუარე! ... არის!", იგი გაიტანა.

ინციდენტით ნორილსკის სატრანსპორტო პროკურატურა დაინტერესდა.