loader

დოლარის ფასი ყოველ საათში იზრდება: "მთავრობას ჩვენით უნდა გამდიდრება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დოლარის ფასი ყოველ საათში იზრდება: "მთავრობას ჩვენით უნდა გამდიდრება"

კომერციული ბანკების ნაწილი ერთ აშშ დოლარს უკვე 2 ლარად ყიდის. დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

"საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი 2.01 ლარია, ყიდვის - 1.93. "თიბისი ბანკში" კი - 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.0 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 1.92 ლარს შეადგენს. ანალოგიური კურსი აქვს ბანკ "რესპუბლიკასაც", სადაც 1 დოლარი 2.0 ლარად იყიდება, ყიდვის კურსი კი 1,92 ლარია. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს" - 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი - 1,91 ლარი.

კომერციული ბანკების მსგავსად, სავალუტო ჯიხურებში ლართან მიმართებაში ერთი აშშ დოლარის გაყიდვის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში ერთი აშშ დოლარის გასაყიდი ფასი 2.01 ლარს შეადგენს, 1.91-დან 1.95 ლარამდე მერყეობს 1 დოლარის ყიდვის ფასი.

Exchange rate on dollar rising by the hour: “This is the fault of economic policy” - Watch the video on georgianjournal.ge