loader

რუსულ შოუში მამაკაცმა რეალითიში გამარჯვებისთვის გოგონა სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულ შოუში მამაკაცმა რეალითიში გამარჯვებისთვის გოგონა სცემა

რუსული რეალითი-შოუ "Машина"-ს მორიგი გამოშვების ეთერის დროს, ერთ-ერთმა მონაწილემ კონკურენტი გოგონა თმით დაიჭირა, ძირს დააგდო, სახეში მუშტი დაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

შოუს მონაწილეები 72 საათის განმავლობაში ავტომობილზე ხელჩაჭიდებულნი უნდა იდგნენ. თუ ისინი მთელი დროის მანძილზე მანქანას ხელს არ გაუშვებენ, ავტომატურად ავტომობილის მფლობელები ხდებიან.

ნანახით თუ ვიმსჯელებთ, რუსი მამაკაცი არც ისე ამტანი აღმოჩნდა, თუ საკუთარ თავს გოგონას ცემის უფლება მისცა. ნანახის შემდეგ წამყვანმა სასწრაფოს გამოძახება ითხოვა, რადგან დაზარალებული შეშინებული იყო და ტკივილისგან ტიროდა. ვიდეომ ინტერნეტში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაყურებლები მამაკაცის ქალისადმი ასეთ საქციელს გმობენ. ზოგიერთები კი თვლიან, რომ საკუთარი გამომწვევი ქცევით გოგონამ ფიზიკური ძალადობა და გატეხილი ცხვირი დაიმსახურა.