loader

ჰეროინი, "სუბუტექსი", მარიხუანა - შსს-მ ამოღებული ნარკოტიკები ახალი მეთოდით გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰეროინი, "სუბუტექსი", მარიხუანა - შსს-მ ამოღებული ნარკოტიკები ახალი მეთოდით გაანადგურა

შს მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, "სუბუტექსი", მარიხუანა და სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

მუდმივმოქმედი კომისია სამ თვეში ერთხელ ანადგურებს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იმ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.