loader

"თავისუფლების რაინდი" მიხეილ სააკაშვილი: "არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისუფლების რაინდი" მიხეილ სააკაშვილი: "არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო"

ვარშავაში მოქმედმა "კაზიმირ პულასკის ფონდმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიანიჭა. გენერალ პულასკის ფონდი "თავისუფლების რაინდის" ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, "თავისუფლების რაინდის" წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის კოპიოს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულავსი, რომელსაც "ამერიკის კავალერიის მამას" უწოდებენ.

"არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ ამ ხმალს მანამ გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ვარშავაში, კაზიმირ პულასკის "მშვიდობის რაინდის" ორდენის გადაცემის ცერემონიალზე.