loader

ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილის ტრაგედია, რომლისთვისაც ელექტროსკამიც კი დიდი აღმოჩნდა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე პატარა სიკვდილმისჯილის ტრაგედია, რომლისთვისაც ელექტროსკამიც კი დიდი აღმოჩნდა...

ყველაზე პატარა ამერიკელი, რომელიც მე-20 საუკუნეში სიკვდილით დასაჯეს, 14 წლის ჯორჯ სტინი იყო. ბიჭი 1944 წელს დააპატიმრეს ორი თეთრკანიანი გოგონას მკვლელობის ბრალდებით. სტანდარტული ელექტროსკამი მისთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა და ჯორჯი რომ ცოტა აეწიათ, ქვეშ ბიბლია დაუდეს, რომელიც თან წაეღო სახლიდან კამერაში...

აფროამერიკელი ბიჭუნას დანაშაული დღემდე ეჭვქვეშ დგას. სასამართლოს არ დასწრებიან მოწმეები, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ - ადამიანი, რომელმაც მოკლულთა გვამები აღმოაჩინა და ექიმები, რომლებიც დანაშაულის ადგილზე გამოძახეს. სასამართლო ორ საათს გაგრძელდა. ნაფიცმა მსაჯულებმა 10 წუთი მოითხოვეს იმის განსახილველად, იყო თუ არა სტინი დამნაშავე. 10 წუთში გადაწყვიტეს ბიჭის ბედი და სიკვდილი მიუსაჯეს... 1944 წლის 16 ივნისს, 7:30-ზე ბიჭი კოლუმბიის ციხეში დასვეს ელექტროსკამზე...

2013 წელს სტინის ყოფილმა თანასაკნელმა პრესას უამბო, როგორ ეუბნებოდა ბიჭი, რომ არ ჩაუდენია დანაშაული. 2014 წლის 21 იანვარს კი აშშ-ში ხელმეორედ დაიწყო სასამართლო პროცესი სტინის საქმეზე - ისინი ცდილობენ, სიკვდილმისჯილი ახლა მაინც გაამართლონ საზოგადოების წინაშე...

წაიკითხეთ სრულიად Mshoblebi.ge-ზე