loader

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირის საახალწლო მოწყობასთან დაკავშირებით, "სმარტის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე სამუშაოებს "სინათლის ქალაქის" წარმომადგენლები ახორციელებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის შესაძლებელია რუსთაველის მიმდებარე ქუჩებით, რომლებიც მანქანებით დილიდან გადატვირთულია. როგორც კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, გზა დღეს, 10:30 საათიდან გადაიკეტა და დღის განმავლობაში სამუშაოების დასრულებამდე იქნება გადაკეტილი.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუჩების საახალწლო ილუმინაციებითა და განათებებით მორთვა 20 დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "სინათლის ქალაქი" ახორციელებს.