loader

ბათუმში ხოფას ბაზრობა დაიწვა: პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილი ცეცხლი 600 კვ.მეტრზე გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ხოფას ბაზრობა დაიწვა: პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილი ცეცხლი 600 კვ.მეტრზე გავრცელდა

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი მეხუთე რიგში არსებულ საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა, საიდანაც ცეცხლი დაახლოებით 500-დან 600 კვ.მ. ტერიტორიას მოედო.

ხანძარი სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პიროტექნიკის მაღაზიის გვერდით ობიექტზე შედუღებითი სამუშაოები დილით დაიწყო. ერთ-ერთი თვითმხილველის, თქმით, შედუღების დროს ნაპერწკალი ჩავარდა ფოიერვერკების მაღაზიაში, რის შედეგადაც პიროტექნიკა აფეთქა და ცეცხლი გვერდით მაღაზიებსაც გადაედო.

ხანძრის ლიკვიდიაციისთვის ადგილზე 20-მდე სახანძრო მანქანა და ასამდე მაშველი მუშაობდა.

ასევე იხილეთ: "30 წლის ვარ, 22 წელი აქ მაქვს გატარებული და რაც მქონდა ყველაფერი დამეწვა"