loader

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ" ორგანიზაციის დაფუძნების 25 წლისთავი აღნიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ" ორგანიზაციის დაფუძნების 25 წლისთავი აღნიშნა

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ" ორგანიზაციის დაფუძნების 25 წლისთავი მიღებითა და კონფერენციით აღნიშნა.

ღონისძიება მწერალთა სახლში დღეს გაიმართა. საიუბილეო კონფერენციაზე - "გარემოს დაცვა, გუშინ, დღეს, ხვალ" მიწვეულნი იყვნენ პარლამენტის დეპუტატები, "მწვანეთა მოძრაობის" პირველი დამფუძნებლები, საპატიო სტუმრები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია. ასევე - პარლამენტარები: გია ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ბეჟან გუნავა და სხვა პირები.

ღონისძიებაზე უჩვენეს ისტორიული კადრები, როგორ იწყებდა "მწვანეთა მოძრაობა" საქმიანობას 1989 წლიდან. კერძოდ, ნაჩვენები იყო ორგანიზაციის პირველი ყრილობა და აქტივობები, დემონსტრაციები და მსვლელობები თბილისის ქუჩებში. საიუბილეო კონფერენციას ესწრებოდა ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელმაც "მწვანეთა მოძრაობის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინო ჩხობაძეს გარემოს დაცვის კუთხით გაწეული ღვაწლისათვის სიგელი გადასცა.