loader

ხმაური საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე - ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე - ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ

ხმაური იყო დღეს საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე. ტერიტორიაზე სამუშაოების განახლებას საყდრისის დაცვის კომიტეტი აპროტესტებს. მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს მოსახლეობის ნაწილიც.
ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის და ”არემჯის" დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც კომიტეტის წევრებსა და მოსახლეობას საბადოს ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.
კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ამის თაობაზე კომპანიამ დღეს განცხადება გაავრცელა.
საყდრისის დაცვის კომიტეტი, რომელშიც ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთიანდებიან, დაახლოებით ორი წელია მოითხოვენ, რომ საყდრისს ძეგლის სტატუსი დაუბრუნდეს და კომპანიამ სამუშაოები შეაჩეროს.