loader

"დასანანია, ბატონი ნიკა უკეთ შეარჩევდა..." - წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კომპეტენტურობა დაუწუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დასანანია, ბატონი ნიკა უკეთ შეარჩევდა..." - წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კომპეტენტურობა დაუწუნა

შაბათის "კურიერში" გიორგი გაბუნიასთან საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კომპეტენტურობა დაუწუნა. გადაცემაში ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას ნაჩვენები იყო ის განცხადებები, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას.

ნაჩვენები იყო თავად თეა წულუკიანის განცხადება და ასევე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი პრემირის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ გაკეთებული განცხადებებიც, რომლებსაც წულუკიანმა არაკომპეტენტურად შერჩეული უწოდა. "თქვენს არხს სჭირდება ერთი კარგი იურისტი, რომელიც უფრო კომპეტენტურ განცხადებებს შეგიგროვებდათ," - განაცხადა ჩართვისას იუსტიციის მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

"ვ-ზე ხომ იწყება..." - ვისი სახელი შეეშალა გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში

"9 წლის მანძილზე ჩვენზე თავდასხმის მეტს არაფერს აკეთებდით" - კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის წამყვანს

"თქვენთან ერთი საკითხი მაქვს გასარკვევი..." - რა პირობა შეახსენა ხიდაშელმა გაბუნიას პირდაპირ ეთერში

"თქვენი ეთერში ყოფნა ძალიან ძვირად დაგვიჯდა" - შელაპარაკება მანანა კობახიძესა და გიორგი გაბუნიას შორის