loader

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შს მინისტრის მოადგილის პოსტს ჩაიბარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და შს მინისტრის მოადგილის პოსტს ჩაიბარებს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ეკატერინე ზღულაძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. უკრაინული მედიის ინფორმაიცით, ამის შესახებ "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა.

"უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პრეტენდენტი უკრაინის მოქალაქე გახდა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა", - წერს პოროშენკოს პრესმდივანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პრეზიდენტ პოროშენკოს ეკატერინე ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით ორი დღის წინ მიმართა.