loader

საიდუმლო მიწისქვეშა სამხედრო ბაზა მცხეთაში, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიდუმლო მიწისქვეშა სამხედრო ბაზა მცხეთაში, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ

საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები, ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები - ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ისინი სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენენ და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყოველთვის დახურული იყო და იქნება. სამხედრო ნაწილი 28661, სახელწოდებით "ზვეზდა", ერთ-ერთი ასეთი გასაიდუმლოებული ნაწილი იყო, რომელიც სამი ობიექტისაგან შედგებოდა და განთავსებული იყო მცხეთაში, კასპის რაიონის სოფლებში - ლამისყანასა და საქადაგიანოში. აღნიშნული ნაწილის პირველი ობიექტი მცხეთაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რომლის მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობაზე, სხვებთან ერთად, გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ.ავტორები: თეა ინასარიძე, გიგა ხურცილავაწაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე