loader

თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

ჩიქოვანის ქუჩაზე, #195 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც გაფიცულმა პედაგოგებმა განაცხადეს, მათ სკოლის დირექტორთან, მარინა თოფურიასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. გაფიცული პედაგოგები აცხადებენ, რომ დირექტორი კონფლიქტური პიროვნებაა და მათი დღევანდელი გაფიცვა მხოლოდ დირექტორის მიერ მოადგილის, მზია წეროძის გათავისუფლების ფაქტს არ უკავშირდება.