loader

"მთავარია, ავღანელი ცოლი არ ჩამოიყვანონ უცოლოებმა" - მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა ჯარისკაცები გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარია, ავღანელი ცოლი არ ჩამოიყვანონ უცოლოებმა" - მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა ჯარისკაცები გააცილეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოდან კიდევ ერთი ნაკრები ასეული გაემგზავრა. ასეულის გაცილების ცერემონიალი ვაზიანის მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო.

მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.