loader

"მე ვარ ბატონი მიშას ყმა" - ჯოზეფ ქეის სატელეფონო ზარი და გამხიარულებული ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ბატონი მიშას ყმა" - ჯოზეფ ქეის სატელეფონო ზარი და გამხიარულებული ვანო მერაბიშვილი

გაზეთ "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ვანო მერაბიშვილისა და ჯოზეფ ქეის რამდენიმე წლის წინანდელ სატელეფონო საუბარს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს სტენოგრამა მას ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გადასცა. ელისო კილაძის თქმით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქეის არავითარი კავშირი არ ჰქონია ბადრი პატარკაციშვილთან და არც მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილა. კილაძის თქმით, უნდა გადაიხედოს ყველა საქმე, რომელშიც ჯოზეფ ქეი მონაწილეობს და იგი თავიდან უნდა დაიკითხოს.

სატელეფონო ზარის დასაწყისში, მაშინდელმა შს მინისტრმა ბიზნესმენი ვერ იცნო და რამდენჯერმე ჩაეკითხა, თუ ვის ესაუბრებოდა. ამაზე ქეიმ იხუმრა: "ალბათ, გავმდიდრდები კიდევ უფრო თქვენი წყალობით". ფრაზამ მერაბიშვილი ძალიან გაამხიარულა.