loader

თბილისში არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა. როგორც შსს-ში აცხადებენ, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა. გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე დაჭრეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი