loader

ხმაური კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან - შენობიდან გამოსულმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან - შენობიდან გამოსულმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა

საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობასთან არასამთავრობოების აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ, "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის", სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წევრები და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

როგორც "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წარმომადგენელმა, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნაა იმ დოკუმენტის გასაჯაროება, რომლის საფუძველზეც ისტორიულ ოქროს საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ამ პროცესში მონაწილე პირების დასჯას.

სააგენტოს შენობიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ცდილობდნენ სააგენტოს ამ თანამშრომლის მანქანის გადაადგილება შეეზღუდათ, რათა არ დაეტოვებინათ სააგენტოს შენობის ტერიტორია.
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებდნენ.