loader

ძარცვის მცდელობა თბილისის მერიის წინ - ერთ-ერთი მძარცველი მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძარცვის მცდელობა თბილისის მერიის წინ - ერთ-ერთი მძარცველი მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მერიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი ადგილზე დააკავეს. ერთ-ერთი მძარცველი თავად მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, მეორემ კი გაქცევა მოახერხა.

მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე პირის ძებნის ღონისძიებები.