loader

უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

ეს ადამიანები არც საპროტესტო აქციას მართავენ და არც საახალწლო საჩუქრების რიგში დგანან. ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, როცა ასობით ადამიანი მხოლოდ იმ მიზეზით დადგეს რიგში, რომ წიგნი შეიძინოს.

"პალიტრა L"- ის პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნმა ბესტსელერმა, "ლაბირინთში მორბენალი" ბახტრიონზე მდებარე "ბიბლუსის" მაღაზიასთან ახალგაზრდების რიგი დააყენა. წიგნის შეძენა მკითხველს მხოლოდ ერთი დღით, აქციის ფარგლებში სპეციალურ ფასად - 9,95 ლარის ნაცვლად 2 ლარად შეეძლო.

პროექტი LiberTeens-ი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით დაიწყო და მასში უამრავი თინეიჯერია ჩართული. ბავშვები ეცნობიან წიგნებს, არჩევენ მსოფლიოში ცნობილ უამრავ უცხოურ თანამედროვე ლიტერატურას, შემდეგ კი გამომცემლობასთან ერთად მიიღება გადაწყვეტილება, რომელი წიგნი გამოიცეს. პროექტ LiberTeens-ის წევრები მომავალშიც გააგრძელებენ წიგნების შერჩევას, რომელიც მათი სურვილით გამოიცემა. შემდეგი წიგნი ტოლკინის "სილმარილიონი" იქნება.

რაც შეეხება "ლაბირინთში მორბენალს" - წიგნის შეძენა "ბიბლუსის" ნებისმიერ მაღაზიაში 9,95 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე იხილეთ: გრძელი რიგი, პატრული და თინეიჯერები წიგნის მოლოდინში - "ლაბირინთში მორბენალის" თბილისური პრეზენტაცი