loader

"მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერს ვიხილავ მოსკოვში" - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერს ვიხილავ მოსკოვში" - ვლადიმერ პუტინი

"მაესტროს" ჟურნალისტის მიერ პუტინისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე დასმულ შეკითხვაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობასთან მშვიდობით უნდა მორიგებულიყო და არა ძალობრივი მეთოდებით. პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ხოლო რუსეთს მხოლოდ ჩარევა მოუხდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კონტაქტი ქართველ კოლეგასთან არ აქვს, ამიტომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ვერაფერს იტყვის. თუმცა, მოხარული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის ხილვით მოსკოვში.