loader

აფხაზური მედია გალში 8 ქართველის დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზური მედია გალში 8 ქართველის დაკავების კადრებს ავრცელებს

აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" გალში 8 ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ეჭვმიტანილ პირთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 17 დეკემბერს საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს.

"ოპერატიული სამუშაოების შედეგად, 1992-93 წლებში აფხაზი ხალხის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გამოიკვეთა - ისინი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და დივერსიულ სადაზვერვო ჯგუფებს ეხმარებოდნენ. გალის რაიონის მცხოვრებმა ერთ-ერთმა დაკავებულმა, ომარ აბშილავამ, 1992-93 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: livepress.ge

8 Georgians arrested in Gali, Abkhazian media reports - Watch the video on georgianjournal.ge