loader

"უყვარხარ ვინმეს?" - რა უპასუხა შეყვარებულმა პუტინმა კითხვას პირად ცხოვრებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უყვარხარ ვინმეს?" - რა უპასუხა შეყვარებულმა პუტინმა კითხვას პირად ცხოვრებაზე

18 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო აკრედიტირებული. შიდა და გარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, პუტინმა პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. "ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა, არ ინერვიულოთ. ჩემმა მეგობარმა, ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა მკითხა: "შეყვარებული ხარ?", როცა დადებითად ვუპასუხე, განაგრძო - "და შენ უყვარხარ ვინმეს?" - დიახ, ვუპასუხე მე. ამასთან, 62 წლის პრეზიდენტმა, სიყვარულის ობიექტის სახელის გამხელისგან თავი შეიკავა. საუბრის ბოლოს კი დაამატა, რომ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს მეუღლესთან, ლუდმილა პუტინასთან და რეგულარულად ხვდება მას. პუტინს, რომელიც ლუდმილაზე თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მასთან ორი ქალიშვილი ჰყავს.

ბოლო წლებია, რუსეთის პრეზიდენტის სახელი ერთ ქალთან - ცნობილ რუს ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთანაა დაკავშირებული. 31 წლის სექსუალური ტანმოვარჯიშე მრავალი წელია რუსეთის პირველი პირის ფარული სიყვარულია.

ასევე იხილეთ:

ალინა კაბაევა - პუტინის იდუმალი საყვარელი

როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას

"მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერს ვიხილავ მოსკოვში" - ვლადიმერ პუტინი