loader

ეთერ კაკულიას ემოციური სიმღერა ისრაელში ქიმიოთერაპიის კურსზე გამგზავრებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეთერ კაკულიას ემოციური სიმღერა ისრაელში ქიმიოთერაპიის კურსზე გამგზავრებამდე

მომღერალი ეთერ კაკულია სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად ისრაელში გაემგზავრა, სადაც მას ქიმიოთერაპიიის კურსი ჩაუტარდება.

ცოტა ხნის წინ "რეიტინგთან" საუბარში მომღერალი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ჭორს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელში წასასვლელად ემზადებოდა. "რაღაც გამოკვლევები დამრჩა, ხმა კი მაქვს, მაგრამ იმის ქვევით რა მაქვს, უკვე აღარ ვიცი. ქიმიოთერაპიაც უნდა გავიკეთო. სულ ვეჩხუბები ჩემ თავს, ეთერი, რატომ გახდი ავად-მეთქი".

სოცილაურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ეთერ კაკულია მხნედ გამოიყურება და გამგზავრებამდე საყვარელ სიმღერასაც ასრულებს.