loader

არ მოველოდი, რომ სამშობლოში ასეთი ინციდენტი მოხდებოდა - რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტია სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ მოველოდი, რომ სამშობლოში ასეთი ინციდენტი მოხდებოდა - რესტორან "თავადურში" მიხეილ ხუბუტია სცემეს

რესტორან "თავადურში" ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია სცემეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ხუბუტიასა და რესტორნის დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა. თავად ხუბუტია კი ”რუსთავი 2”-თან კომენტარში აცხადებს, რომ რესტორნის დირექტორს მისი ”გვარი არ მოეწონა”.