loader

განცხადების საბოლოო ტექსტი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებული არ იყო - ლევან ღირსიაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განცხადების საბოლოო ტექსტი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებული არ იყო - ლევან ღირსიაშვილი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობა უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გაცნობია.
როგორც ლევან ღირსიაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, სამწუხაროა, რომ მას "მძიმე ფონზე" უხდება გადაცემაში მონაწილეობა და ღრმა მწუხარება გამოხატა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო. ამასთან, მან თავდაცვის სამინისტროს სახელით მზადყოფნა გამოთქვა, ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიოს დაღუპულის ოჯახს, რათა ალექსანდრე გრიგოლაშვილს სათანადო პატივი მიაგონ.