loader

"ვარდნისას ეკლესიას მოვკარი თვალი..." - შვილის ექსკურსიაზე დაინვალიდებული ქალის ტრაგედია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარდნისას ეკლესიას მოვკარი თვალი..." - შვილის ექსკურსიაზე დაინვალიდებული ქალის ტრაგედია

39 წლის თეა ბოლქვაძის ცხოვრება ვარიანში მომხდარმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა. წელს, 11 მაისს, თბილისის 72-ე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გორის რაიონის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ექსკურსიით სტუმრობდნენ. ვიდრე ბავშვები მუზეუმს ათვალიერებდნენ, მეორე სართულზე მყოფმა მშობლებმა სამახსოვრო ფოტოს გადაღება გადაწყვიტეს. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად, აივნის მოაჯირი ჩამოინგრა. დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლიდან სამი მშობელი გადავარდა. ორმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო თეა ბოლქვაძე უმძიმესი მდგომარეობით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

ავტორები: სალომე გოგოხია, გიორგი შეყილაძე

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე